LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემბელი The Fashion Awards-ის ნომინანტების საღამოზე ბრწყინავდა

56

46 წლის ასაკშიც კი, ცნობილი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მომავალ თაობას ტოლს არ უდებს და ეს ყოველ ახალ ფოტოსესიაზე დასტურდება, პროფესიონალურზეც და პაპარაცულზეც.

პრემია The Fashion Awards-ის ნომინანტების საღამოზე „შავი ავაზა“ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. სუპერმოდელს ვარდისფერი ხავერდის პიჯაკი ეცვა, რომელსაც ჯინსის შარვალი და მაღალი ფეხსაცმელი შეუხამა. აქსესუარებად კი მსხვილი საყურეები და ბეჭდები და მასიური ყელსაბამი აირჩია.

საღამოზე ნაომის კომპანიონობა ანა ვინტურმა, ალექსა ჩანგმა, ჟან-პოლ გოტიემ, ამბერ ვალეტამ და სხვა ცნობილმა სახეებმა გაუწიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები