LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემპბელი, ბეწვის ქურქის გამო, კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

105

90-იანი წლების სუპერმოდელი, ნაომი ქემპბელი ბეწვის ქურქის გამო კვლავ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში. 47 წლის მოდელი ნიუ-იორკში ახალი კალენდრის პრეზენტაციაზე მელიის გრძელი ქურქით გამოცხადაა. ის წვეულებაზე ცობილ რეპერთან, შონ კომბსთან ერთად მივიდა. ამ ფაქტმა ცხოველთა უფლებების დამცველები აღაშფოთა. ყველაზე კრიტიკული პამელა ანდერსონი იყო, რომელმაც ქემპბელი მკაცრად გააკრიტიკა:

იმდენი ცხოველი მოკლეს ელექტროშოკით ამ ქურქების გამო. ნაომი, მე ვგიჟდები შენზე და ძალიან მინდა, უარი თქვა ამ ქურქებზე. ხალხი გბაძავს, შენ მოდის ლეგენდა ხარ. გთხოვ, მოუსმინე გულს, უარი თქვი ბეწვზე“, – განაცხადა პამელა ანდერსონმა ღია მიმართვაში.

ნაომი ქემბელი ამ ლუქის გამო ცხოველთა უფლებების დამცველმა და რიგითმა მოქალაქეებმაც მკაცრად გააკრიტიკეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები