LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემპბელმა საქველმოქმედო საღამო გამართა

86

სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა საქველმოქმედო შოუ Fashion for Relief გამართა. საღამოს საპატიო სტუმრები ლეონარდო დიკაპრიო, უმა თურმანი, დიზინერი დონატელა ვერსაჩე და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ.

ჩვენების სანახავდ იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა და ბრიტანეთის პრინცესა ბეატრისიც მივიდნენ.

პოდიუმზე პირველად მოდელი ნატალია ვოდიანოვა გამოჩნდა, მას ქეით მოსი, ჰაიდი კლუმი, ბელა ჰადიდი, კენდალ ჯენერი, ჯორდან დანი, ნატაშა პოლი და სხვა ლამაზმანები მიჰყვნენ. მათ წამყვანი დიზაინერების ქმნილებები წარმოადგინეს. განსაკუთრებული აღტაცება მსახიობ ანტონიო ბანდერასის გამოჩენას მოჰყვა, ბოლოს კი პოდიუმზე თავად ნაომი გამოჩნდა.

ჩვენების შემდეგ ვახშამი-აუქციონი გაიმართა. შემოსული თანხა მთლიანად საომარ ზონებში მცხოვრებ ბავშვებთან გადაირიცხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები