LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემპბელს ეგვიპტელ მულტიმილიონერთან რომანი აქვს

74

ცნობილ სუპერმოდელს, ნაომი ქემპბელს ეგვიპტელ მულტიმილიონერთან რომანი აქვს. ლამაზმანის რჩეული მასზე 14 წლით არის უფროსი, ის განქორწინებულია.

61 წლის ლუი კამილიერისა და 47 წლის მოდელის ურთიერთობა „ფორმულა 1“-ის ერთ-ერთ შეჯიბრზე დაიწყო. როგორც გაირკვა, რბოლა ორივე მათგანი საერთო სისუსტე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ნაომის სასიყვარულო სია საკმაოდ მრავალფეროვანია: 1999-2002 წლებში ის იტალიელ ფლავიო ბრიატორეს ხვდებოდა, 2008 წლიდან 2013 წლამდე ის რუს ბიზნესმენზე, ვლადისლავ დორონინზე იყო შეყვარებული, 2014 წელს კი დადიოდა ხმები მოდელისა და მსახიობ მაიკლ ფასბენდერის რომანზე, თუმცა საბოლოოდ ჭორი არ დადასტურდა. რამდენიმე თვე ქემპბელი ასევე არაბ მილიარდერს, ჰასან ჯამილს ხვდებოდა, რომელიც ამჟამად რიანას ბოიფრენდია. რაც შეეხება ნაომის ბოლო რჩეულს, ის  Philip Morris International-ის დირექტორის მოადგილეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები