LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაქერალას, ახალციხე-ნინოწმინდის და ხაშური-ვალეს გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

72

ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე, ახალციხე-ნინოწმინდის და ხაშური-ვალეს გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე შეზღუდულია მოძრაობა  ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ51-კმ96 მონაკვეთზე.

ამ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზების დეპატრამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები