LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარგავების მოჭრა ყოვლად დაუშვებელია – კახა კალაძე ბაგებში ხეების მოჭრას აპროტესტებს

86

“ნარგავების მოჭრა ყოვლად დაუშვებელია,” – ამ განცხადებას  თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი, კახა კალაძე, ბაგებში საღი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით აკეთებს და განცხადებას  Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“მინდა, გამოვეხმაურო ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩვენმა ხელისუფლებამ ბიზნესი გაათავისუფლა პოლიტიკური წნეხისგან, რაც არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე უნდა ხდებოდეს.

“თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა, გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან.

“ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე. ეკოლოგია ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ -თვითმმართველობამ, საზოგადოებამ, ერთად უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა თბილისის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეების საკეთილდღეოდ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები