LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარიყალადან წაღებული ქართული აგურით სომხურ ეკლესიას იერსახეს უცვლიან (ფოტოები)

221

ელენე მეჩითოვა ავრცელებს ფოტოებს, საიდანაც ჩანს, სად მიაქვთ ის ქართული აგური, რომელსაც ნარიყალას კედელს აცლიან. ელენე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ინგა ვაჩეიშვილის თხოვნით ხდება, რომელიც ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ინგას სტატუსი ელენეს პოსტს თან აქვს დართული.

ელენე წერს:

„გაინტერესებთ სადაა ნარიყალას ქართული აგური? სად წაიღეს?

თანდოიანცის ეკლესიას იერსახეს უცვლიან!

აღმაშენებლის 38 ნომერში მიმდინარეობს სომხური ტაძრის იერსახის შეცვლა. აგურებზე ოფიციალურად ნადირობა გამოაცხადა ვინმე ინგა ვაჩეიშვილმა ( მისი პოსტი იხ კომენტარებში, ზუსტად ეს ქალბატონი მივიდა აგურების მტაცებლების დასაცავად). ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. ჯერ ერთი დანაშაულია, რომ ჩუმად საპატრიარქოს გადაეცა კომუნისტების დროს სომხური ეპარქიის ქონება, მეორე, რომ ვანდალების ხელშია, მესამე ის, რომ დასკვნებს წერს და არქეოლოგიას ატარებს მერაბ ძნელაძე, რომელმაც 500-ლარიანი დასკვნა დაწერა მირზაშაფზე და ინვესტორებს ჯიბეში ჩაუდო. ღმერთო, თბილისს რაღას სჯი ამ უვიცი და ფულისმოყვარე ადამიანების გამო.

შემოდგომაზე რომ ამოგვეღო ერთად ხმა, თანდოიანცის ეკლესიის გადაცემისთვის საპატრიარქოს საკუთრებაში, დღეს ნარიყალას აგურებს არ ამოაცლიდნენ… ესეა მეგობრებო… ერთად უნდა ვიყოთ… ერთად გადავარჩინოთ ნარიყალაც, მირზაშაფიც, თანდოაინციც… ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას კულტურულ მემკვიდრეობას და კულტურულ მრავალფეროვნებას. სახელმწიფომ კი მოსპო ეს ყველაფერი. ერთად!!! ერთად უნდა დავიცვათ ყველა ეთნიკური წარმომავლობის კულტნაგებობა… ეს ჩვენია… ჩვენი!!! და არა რელიგიური თუ პოლიტიკური ბიზნესის…

კახა კალაძე, მაქვს ჯერ თქვენი იმედი… გადაარჩინეთ ის თბილისი, რომელიც ყველას გვიყვარს.. გადაარჩინეთ ყველა ის შენობა, რომელიც დღეს ეთნიკური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციას განიცდის… SOS“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები