LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციაზე დაუსრულებელი საუბარი ახალისებს ნარკოდანაშაულს – ნათია მეზვრიშვილი

48

ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციაზე დაუსრულებელი საუბარი ახალისებს ნარკოდანაშაულს,“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგოლემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ქმედით ნაბიჯების დგამს, ამის დასტური, მისი შეფასებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია.

გამოძიება ასევე მუშაობს ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაციის შემთხვევაზეც. წინასწარ ამას ვერ გეტყვით, როგორც კი იქნება ექსპერტიზის დასკვნა, გაცნობებთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული ჯგუფები საუბრობენ იმაზე, რომ არსებობს მავნე და ნაკლებად მავნე ნარკოტიკული საშუალებები. “მეფედრონი” კლავს და “ჰეოროინი” არა, ეს მიუღებელი მსჯელობაა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მსჯელობები და დაუსრულებელი საუბარი ნარკოტიკების ლიბერალიზაციაზე ახალისებს ნარკოდანაშაულს და ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას. ჩვენი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა,“ – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები