LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნარკომანები და პედერასტები” – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადება პარლამენტში

77

ვითხოვ კატეგორიულად, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და “პედერასტების” მიერ ფეხქვეშ გათელილი, – ასე მიმართა შს მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა. უმრავლესობის დეპუტატი შს მინისტრის მიდგომებს მიესალმება. ეს განცხადება ლურსმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

“მე, როგორც პარლამენტის წევრი მივესალმები თქვენს მიდგომებს და რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს უფლება დაცული, როგორც მომხმარებლების, ასევე სხვადასხვა უმცირესობების ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როგორც მოქალაქე, მე ვითხოვ ცხადია, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი, სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და “პედერასტების” მიერ,” – განაცხადა პარლამენტში კობა ლურსმანაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები