LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკომანი ყოველთვის ამბობს, რომ ჩაუდეს – დიმიტრი ხუნდაძე

47

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, დღეს, თბილისში პარლამენტის შენობის წინ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება. ის აქციის ორგანიზატორებს ლოზუნგებს უწუნებს. დეპუტატის თქმით, კარგი იქნება, თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც დღეს,  აქციას მართავდა, ჯანსაღ ცხოვრებას გაუწევს პოპულარიზაციას.

„არა ძალადობას“, „არა ჩადებას“ – ამგვარ მოწოდებებს სჯობდა სხვა მოწოდებები გაეკეთებინათ – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, „არა ნარკომანიას“ და „არა 45 აბით ქუჩაში სიარულს“. არც პროკურორი და არც მოსამართლე ვარ, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ეს მჯერა – არ მჯერა არასერიოზულობაში გადადის. მე არ მახსოვს არც ერთი ადვოკატი, რომ თქვას მისი დაცვი ქვეშ მყოფი არის დამნაშავე. ქრთამის ამღები ყოველთვის ამბობს, რომ შეაცდინეს, თაღლითი ამბობს, რომ გაუჩალიჩეს, მკვლელი ამბობს, რომ დააბრალეს, ნარკომანი კი ამბობს, რომ ჩაუდეს – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები