LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკაზე გუნდის შიგნით დღემდე განსხვავებული პოზიციებია – ირაკლი კობახიძე

78

ჯერჯერობით პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები, ძალიან მალე უნდა დაიწყოს იმ კანონპროექტის საბოლოოდ განხილვა, და მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით განსხვავებული პოზიციები აქვთ და ჯერ-ჯერობით საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული დისკუსიები წარიმართება.

ჩვენ ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება, იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში წარიმართება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მთავარია პოზიციების შეჯერება, დღემდე განსხვავებული მოსაზრებებია გუნდის შიგნით. აქაც იგივე სირთულეები გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში.

ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები, ლიბერალური მიდგომის მომხრეებს და ნაკლებად ლიბერალური მიდგომის მომხრეებს, არც ერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია. არის გარკვეული ზედაპირული დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა გვჭირდება მეტი სიღრმე, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები