LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკაზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 3 კვირით გადაიდო

25

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სამი კვირით გადაიდო. საკანონმდებლო ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უნდა ემსჯელა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე წამყვანი კომიტეტია.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პაკეტის სამი კვირით გადადების საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, დასვეს.

როგორც მათი მხრიდან აღინიშნა, ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაცია, ისინი დაელოდებიან კონსულტაციის შედეგებს და როგორც კი პრინციპებთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება, საკითხს კომიტეტი განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები