LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ 1 თვით გადაიწია

81

ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა კიდევ ერთხელ – ამჯერად ერთი თვით გადაიწია.

პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგშია, თუმცა პროცესი სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში არ დაიწყება.

ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.

ვოლსკის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა და კანონპროექტის ამ ფონზე განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის, – განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები