LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკის შერბილება მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს – ზაზა ხუციშვილი

112

“სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები აჩვენებს, რომ როგორც კი ნარკოპოლიტიკის შერბილება და ლიბერალიზაცია ხდება, საწყის ეტაპზე მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება – ამას სახელმწიფო აუცილებლად მომზადებული უნდა შეხვდეს,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ამასთან, ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა თანხმდება, რომ ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით, არსებული კანონმდებლობა არის შესაცვლელი.

“ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გვაქვს ერთ-ერთი უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკა, ასეთივე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს რუსეთს და ამ ორივე ქვეყანაში მოსახლების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ნარკოტიკების ყველაზე მეტი მომხმარებელი ცხოვრობს – თითქმის ლიდერები ვართ! ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მუშაობს, ამიტომ ცალსახად გადასახედია. ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის დაშვება გამორიცხულია. ამას მხარს არავინ დაუჭერს – ეს ეხება მათ შორის, მარიხუანას. ლეგალიზაცია ჩვეულებრივ ბიზნესად ქცევას, ყანების მოყვანას, დაფასოებას და მაღაზიის ქსელში შემოსვლას ნიშნავს. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ჩვენ იმ ქვეყნების მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ, სადაც ეს მოხდა – პირველი წლინახევრის განმავლობაში ყველგან იყო ნარკომომხმარებელთა მატება და პრაქტიკულად, ამას უნდა ველოდოთ საქართველოშიც,“ – განაცხადა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები