LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

72

ნარკოტიკების ინტერნეტის საშუალებით გასაღების საქმეზე დაკავებულებს. ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შსს-ს თანამშრომლების მიერ, გ.გ.-ს და ნ.გ.-სგან კანონით დადგენილი წესით განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა, რაც შემდგომში გამოძიებამ ამოიღო. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები კი, ბრალდებულის სახით დააკავეს.

ბრალდებულები მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელშიც გააქტიურებული იყო საკომუნიკაციო საშუალება Telegram, ახორციელებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას. კერძოდ, გ.გ. და ნ.გ. Telegram-ის გამოყენებით, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ, უგზავნიდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს, მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები