LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ძმამ პოლიციიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა

50

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ძმამ, რომელიც ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა, თანამდებობა დატოვა– ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშული.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

„2018 წლის 7 მაისს ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა 2 მოქალაქე. საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ.ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსნებეთ, შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა. დაკავებულია ორი პირი. ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები