LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადაიდო

33

ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადაიდო. გადადების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა და მიზეზად საჭირო კონსულტაციების აუცილებლობა დაასახელა.

თალაკვაძის თქმით, ახალი პაკეტი ითვალისწინებს მთელ რიგ პრევენციულ და სარეაბილიტაციო ინიციატივებს, რომლებიც დიდ ფინანსურ რესურსს ითხოვს. ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია მთავრობის საფინანსო გუნდთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა. ის, ასევე, ამახვილებს ყურადღებას საკომიტეტო განხილვებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის აუცილებლობაზეც. ბიუროზე მისი მოთხოვნა გაითვალისწინეს და ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომიტეტო განხილვები 2 თვეში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პაკეტის საკომიტეტო განხილვისთვის თავდაპირველად განსაზღვრული ვადა დღეს იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები