LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო უნდა მოიხადოს თუ არა ადამიანმა სასჯელი – NDI-ს კვლევა

47

NDI-ს კვლევაში მონაწილეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ  ადამიანმა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო ციხის სასჯელი არ უნდა მოიხადოს, ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 57%-მა დაუჭირა მხარი.

კითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების(მარიხუანა, ინტრავენული, აბები და ა.შ.) პირადი მოხმარების გამო, გამოკითხულთა 36%-მა დადებითი პასუხი გასცა,   გამოკითხულთა 7%-მა კი არ იცის.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები