LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

81

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1972 წელს დაბადებული ბ.მ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბ.მ.-ს მიერ გაყიდული ერთი შეკვრა „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას კი, 3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები