LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს

33

თბილისის მერი, დავით ნარმანია, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს.

დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ ბაღებში “ქართული ოცნების” კანდიდატის, კახი კალაძის, სასარგებლოდ შეგროვებული სიები არსებობდეს, თუმცა ამას კანონდარღვევად არ მიიჩნევს.

„შესაძლოა, სიებს ვინმე ადგენდეს, მაგრამ სიის შედგენა, რომელიც ვიღაცას შეიძლება, ჰქონდეს, ჩემის აზრით, არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ხელმძღვანელის გადადგომაზე ვისაუბროთ ან უაპელაციოდ ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენი მხრიდან შიგნით საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა რაიმე სახის არსებითი გადაცდომა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები