LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია ციხეში უნდა ჩაჯდეს და მიუსხდნენ „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი – ალეკო ელისაშვილი 

105

“ნარმანია ამის გამო უნდა ჩაჯდეს ციხეში, მიუჯდეს გვერდით შპს „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი,”  – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ალეკო ელისაშვილი, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოშლის ფაქტს.

ამასთან, ის ითხოვს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს.

„თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე რომ საუბრობს, გამოვიძიებთ, რაც მოხდაო, რა უნდა გამოიძიონ, აქ აშკარად არის კორუფციული სქემა. „ყვარელრემმშენი“ შავ სიაშია შეყვანილი ყველა მანამდე ჩატარებული ტენდერების პირობების დარღვევისთვის. არანაირი შემხებლობა მას მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან არ ჰქონდა. შესაბამისად, აქ იყო კორუფციული სქემა. რისი გამოძიება უნდათ? – ერთი მხრივ, აქ არის ნარმანია, რომელიც ამ კომპანიას მფარველობდა, მეორე მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი. ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, რომელსაც მონიტორინგი ევალებოდა. ამას არ უნდა გამოძიება და უცხოელების ჩამოყვანა.

“მაშინაც ვაპროტესტებდი და ლამის ხალხის მტრად გამომიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ, თითქოს, არაფერი მომწონდა. არანაირი აუცილებლობა ჭერის მოხსნის და ახალი ჭერის გაკეთების არ იყო. თავის დროზე სააკაშვილის დროს ის შეკიდული ჭერი რომ გაკეთდა, ეს იყო სისულელე. იქ არის ბეტონის თაღოვანი ნაგებობა და ბეტონი შეიძლებოდა, ისევე დაეტოვებინათ. რადგან კორუფცია იყო, აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და მოიფიქრეს შეკიდული ჭერის გაკეთება, რაც არის აბსურდი, მითუმეტეს, სწრაფად აალებადი მასალის გამოყენება მეტროში,“  – აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ყველა იმ მეტროსადგურის შემოწმება უნდა ჩატარდეს, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

 

 

 

პოპულალურები