LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია ეტიკეტისა და პროტოკოლის ტრეინინგებს არასაჭიროს უწოდებს

27

დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ეტიკეტისა და პროტოკოლის ტრენინგებზე მნიშვნელოვანია, მერიამ აქცენტი ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე გააკეთოს.

თბილისის მერმა თანამშრომლებს მოუწოდა, მეტი ყურადღებით იყვნენ, როდესაც გადამზადების ტრეინინგებს გეგმავენ.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრეინინგების ჩატარება და პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება.

„საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადამზადნენ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს, ტენდენციებს და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით იმ სიახლეებს რაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, რაც ქალაქის მართვას და ზოგადად საჯარო სერვისების მიწოდებას გაცილებით უფრო ამარტივებს, ვიდრე მოძველებული მომსახურების ფორმები და სისტემები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები