LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნარმანია მივა საკრებულოში, როდესაც დეპუტატების შესაბამისი რაოდენობა მოითხოვს,”-ლექვინაძე

28

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ დავით ნარმანია საკრებულოში მივა მაშინ, როდესაც ამას დეპუტატების შესაბამისი რაოდენობა მოითხოვს. ლექვინაძის თქმით, მერის ყველა მოქმედება სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული.

„ჩვენ ვაპირებთ, მივიდეთ საკრებულოში და წარვადგინოთ წლიური ანგარიში. დავით ნარმანია მზად არის, ისაუბროს არა მარტო ამ საკითხზე, არამედ ყველაფერზე, რომელიც შეიძლება, თბილისის წინაშე გამოწვევის სახით იდგეს, თუმცა, პოლიტიკურ შოუში, რომელსაც აპირებს ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიები, მერია მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის დიდი პოლიტიკური შოუს ნაწილი. საქმიან გარემოში ჩვენ მზად ვართ ყველასთან – არასამთავრობო სექტორთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და განვმარტოთ ის არგუმენტაცია, რაც ამ საქმეზე არსებობს”, – განაცხადა ლექვინაძემ.

ცოტა ხნის წინ თბილისის მერიაში ხმაური იყო, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მთავრობის სხდომაზე შესვლა სცადეს, რადგან, მათი თქმით, მერისთვის სურდათ კითხვების დასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები