LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია ოპოზიციას: თქვენ იღებდით კოლოსალურ პრემიებს – ჩვენ ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ

110

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შემაჯამებელ სიტყვაში, ადმინისტრაციული ხარჯებისა და პრემიების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.  

მან აღნიშნა, რომ ახლანდელი ოპოზიცია კოლოსალურ პრემიერს იღებდა ადრე, ხოლო დედაქალაქის მოქმედმა მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.

,,მაშინ, როდესაც თქვენ იღებდით კოლოსალურ პრემიებს, ჩვენ ტენდენციურად, 2017 წელსაც  შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ეს არის მკვეთრი შემცირება –  22,3 მლნ ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში მკვეთრად – 13, 1 მლნ ლარით, ანუ 13%-ით შემცირდა შრომის ანაზღაურება და საპრემიო ფონდი, საქონელი და მომსახურება კი 9,2 მლნ ლარით. დამეთანხმებით, რომ საუბარია საკმაოდ მოცულობით თანხებზე. ასე რომ, ოპონენტების ვნებათაღელვა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, მინდა გითხრათ, რომ სრულიად უსაფუძვლოა,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები