LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია უმცირესობის შენიშვნებს ბიუჯეტთან დაკავშირებით სრულიად არალოგიკურს უწოდებს

26

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ 2017 წსლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი ლოგიკას სრულიად მოკლებულია.
”მე ვნახე პარასკევს გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა კომისიების სხდომებზე. უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების დიდი ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას, როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახის ლოგიკას. ამდენად, ამ საკითხზე მეც ძალიან ფართოდ ვისაუბრებ, როცა ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს მივიტან და წარვადგენ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები