LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანიამ 2016 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტები დაასახელა

151

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი იყო – „ახალი ტფილისი“ რომლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება – „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს, ასევე, დაწყებულია ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება, ასე რომ, „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ერთ-ერთი მასშტაბური, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისათვის, რომელიც 2017 წელს განხორციელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია კრწანისი-შინდისის სრულიად ახალი გზა, ასევე, პუშკინის ესტაკადა, სამება-მახათას გზა. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქში არსებულ ხიდებს, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. მათ შორის, ბარათაშვილის ხიდს,  გულიას და ა.შ. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქუჩებს, მათ შორის, ბარნოვის ქუჩას, ნუცუბიძეს, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზას და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები