LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA-ს წარმომადგენლები დღეს ტექნოპარკს ეწვევიან

82

დღეს ტექნოპარკს NASA – ს წარმომადგენლები ესტუმრებიან.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ”ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გახსნიან.

ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტერიტორიაზე დაგეგმილია ლეგენდარული მეცნიერის – კარლ საგანის სახელობის ოთახის გახსნა.  გარდა ამისა, 16:00 საათიდან 17:30 საათამდე NASA-ს წარმომადგენლები შეხვდებიან ქართველ სტარტაპებს, რომელთაც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები