LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს შუა თითი უჩვენა

232

საკრებულოს შენობასთან იმყოფება “პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენელი ნატა ფერაძე, სადაც ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

ნატა ფერაძე, ადგილზე შეკრებილ ადამიანებთან ერთად, საკრებულოს შენობაში შესვლას ითხოვს და ამბობს, რომ საკრებულოს სხდომა დღეს უკანონოდ დაიხურა.

„ეს კანონის მიხედვით ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ასე უკანონოდ დაკეტილ სხდომაზე მიიღებენ, ჩაითვლება უკანონოდ და ეს გასაჩივრდება სასამართლოში. ასე, რომ ჩვენ გვაწყობდა საქმის ასეთი მოტრიალება,“ – განაცხადა ნატა ფერაძემ.

“პარტიზანმა მებაღემ” საკრებულოს თავმჯდომარეს ისევ შუა თითი უჩვენა.

რამენჯერმე დაიძაბა სიტუაცია თბილისის საკრებულოს შენობასთან, სადაც იყო დაპირისპირება და ხმაური. არიან დაკავებულები, თუმცა უცნობია, მათი ზუსტი რაოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები