LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძეს შეცვლილი თმის ფერითა და ვარცხნილობით ვერ იცნობთ

318

ნატალია ქუთათელაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკში, ჯულიარდში სწავლობს. ეს მუსიკალური სასწავლებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. „ფორტუნასთან“ ინტერვიუში, რომელიც გასულ ზაფხულს ჩავწერეთ, მომღერალი ამბობდა:

„ცოტა რთულიც იქნება იმის ახსნა, რა საოცარი სასწავლებელია, ამ მხრივ, ალბათ, მსოფლიო ხუთეულში შედის. რთულია აღწერო პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რასაც იჩენენ სტუდენტების მიმართ. თუმცა არის მეორე მხარეც, მე ბევრი რამ არ მომწონს, გამოქცევაზეც კი ვიყავი და მერე ვიფიქრე, დავამთავრებ-მეთქი. წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მასალას ითხოვენ. სოლფეჯიო, ჰარმონია, მუსიკის ლიტერატურა, ამ საგნებს ვსწავლობთ. ალბათ, ჩემი ბრალია, სხვა რაღაცას ველოდებოდი და სხვა რამ დამხვდა. ამაში ცუდი არაფერია, წარმოუდგენელ განათლებას იღებ, მაგრამ მეგონა, თეორიის მაგივრად, უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება მექნებოდა, უფრო მეტად ვიდგებოდი სცენაზე. კი, იყო მცირე როლები, და დიდ როლებზე ჯერჯერობით პრეტენზია არც მაქვს, მაგრამ უფრო მეტი მინდოდა. ზოგადად, უკვე მივეჩვიე და მიმაჩნია, რომ ტყუილად არაფერი ხდება ცხოვრებაში…“

როგორც ჩანს, მაგისტრატურაში სწავლის მეორე წელს პრაქტიკის დროც დადგა და ნატალია სპექტაკლში მონაწილეობს, რომლისთვისაც სრულად შეუცვალეს იმიჯი. ახალი თმის ფერითა და ვარცხნილობით მან ფოტო გამოაქვეყნა. ნატალიას უწერენ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება:

„ბიონსე, ტო?“, „რა სხვანაირი ხარ?“, „ნატალიკო, რა ლამაზი ხარ“, „ნატალია, რა სხვა ხარ და რა კარგი“.

15129988_10209810008740005_758424164_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები