LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატას უბედური დედა გპასუხობთ, ხალხო…“ – 16 წლის გოგონას დედის ემოციური პოსტი

111

მერამდენე დღეა, სოციალურ ქსელში არ ცხრება გამოხმაურებები 16 წლის გოგონასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ მას 22 წლის ბიჭი აშანტაჟებდა და ამის გამო გოგონამ თავი ჩამოიხრჩო…

გოგონას დედა, თამუნა ძნელაძე აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში და მას უცვლელად გთავაზობთ:

„ნატას უბედური დედა გპასუხობთ, ხალხო… მე არც გული, არც ენერგია მაქვს, ყველას გიპასუხოთ, მაგრამ ყველა თქვენგანის კომენტარს ვკითხულობ მაშინ, როცა ყველას ტკბილი ძილით გძინავთ! დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი უსაზღვრო ტკივილი გაიზიარა, ასეთი ძალიან ბევრი ხართ. არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ , ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა… არ ვიცი, რატომ არ გამენდო მე, მის დედას, მე, მის მეგობარს, მე, მის სათაყვანოს… რატომ არ უთხრა თავისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს… მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ, თორემ არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა… ის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი იყო და ეს კარგად იცოდა… ნუ ილაპარაკებთ ჩვენს დედაშვილობაზე, თუკი არ გვიცნობთ! მე თქვენთან ბრძოლის თავი არ მაქვს, ვისაც შეგწევთ ძალა, დამეხმარეთ და ნატას სულის გადარჩენაზე ლოცვაში დამეხმარეთ. ის ჩემი ანგელოზი იყო და იცოდეთ, უამრავი ადამიანი იხსნა მსგავსი გასაჭირიდან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები