LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ჩაგანავა, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, გარდაიცვალა

403

ნათია ჩაგანავა, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას “ფეისბუქზე” ჩაგანავას ახლობლები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, გოგონას გუშინ გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ შეძლეს.

“დანებდა….ვეღარ იბრძოლა….დაიღალა….ნათიამ დაგვტოვა, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფებელი…” – წერს გოგონას ახლობელი თამარ დადიანი “ფეისბუქზე”.

ნათია ჩაგანავას საკეისრო კვეთა 10 აპრილს ჩაუტარდა, 11 აპრილს კი ის კომაში ჩავარდა. ოჯახი ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდნენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის თქმის საფუძველს თურქი სპეციალისტების დასკვნა აძლევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები