LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ბერას მეტი სათამაშო შეუყვარდებოდა, უკეთესი სათამაშოები რომ ჰყავდეს…“

161

ნათია ფანჯიკიძე „ბირჟა მაფიის“ საქმეს და ამასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის კომენტარს ეხმაურება. ირაკლი ალასანიას მეუღლე პარალელს „კაბელების საქმესთან“ ავლებს და აღნიშნავს, რომ ნანობს, რატომ არ იცოდა უფრო ადრე, რომ ხმა ბერასთვის უნდა მიეწვდინა.

„ბერა კარგი ბიჭია. ფილმში „სათამაშო“, ბიჭს რომ სათამაშო უყვარდება, საუკეთესო რამეა, რაც იმ ბავშვის თავს და შინაგან სამყაროში, იმ ვითარებაში, სადაც არსებობს, შეიძლება მოხდეს. ბერას სავარაუდოდ, ბევრად მეტი სათამაშო შეუყვარდებოდა, უკეთესი სათამაშოები რომ ჰყავდეს. ეს ფილმი ალბათ ახალ თაობას ნანახი არა აქვს. ფრანგული ფილმია, პიერ რიშარი თამაშობს.

ბავშვების საქმეში გარევას ფიქრშიც ვერ ვიკადრებდი და წარმოვისახავდი, თორემ მგონი ვნანობ, – თურმე კაბელების საქმეს რომ თხზავდნენ, ბერასთვის უნდა მიმეწვდინა ხმა და ვინ იცის, იქნებ უდანაშაულო ადამიანები ორი წელი ციხეში არ გატანჯულიყვნენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები