LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ჩაბარდა ხო მკვლელი? ეს ერთადერთი გზაა მის გადასარჩენად…“

49

ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ორმაგ მკვლელობას ეხმაურება. მოგეხსენებათ, გუშინ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სკოლის მოსწავლე სამართალდამცველებს ჩაბარდა. ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ჩაბარდა ხო მკვლელი? კარგია. ეს ერთადერთი გზაა მის გადასარჩენად. უშეღავათოდ, მთელი სიმწარით უნდა ნახოს ცხოვრება ყოველმა მათგანმა, რომ ოდნავი სინათლე მაინც ჩავიდეს მათში.

არასწორად განვითარებული სულის დამსხვრევა ერთადერთი შანსია, თავიდან აეწყო ადამიანად და ეს შენივე ნებით უნდა გააკეთო, შენი ხელით უნდა გაუხეთქო თავი შენს დემონს და შემდეგ ახალ ადამიანად აღდგე.

და თუ ახლა დაღუპულებს მონსტრებად, მკვლელებს გულუბრყვილო არასრულწლოვნებად და „მოწმეებს“ საყვარელ ბავშვებად არ გადააფორმებს საზოგადოება, ეს ერთადერთი გზა იქნება იმისთვის, რომ ისევ და ისევ გაოგნებულებმა პირი არ დავაღოთ ხვალ და ზეგ, – საიდან აღმოცენდება ხოლმე „უცაბედად“ ამდენი სადისტი მკვლელი საქართველოში, ხან რომ მხედრიონის ფორმას იღებს და ხან მეგის ქარდავების. რანაირად და ამნაირად, როცა სიმპატიზირება და „გაგება“ მიდის მკვლელობის.

საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას „ქართული ვაჟკაცობის” ამგვარი მოდელი, – გაკავებულ ადამიანს რომ 30-ჯერ დანას ჩაარტყამ და მერე ახლობლების უკანალში დაიმალები, “ალ დამიწილოთ, ალაააა, მესინია, კატლეტი და პიურე არ მექნება სადილად”.

მშობლებმა კი ბოლოს და ბოლოს მეტი სერიოზულობით დავიწყოთ ფიქრი, რა ქვეყანას ვუწყობთ ჩვენს შვილებს, რა შხამით ვწამლავთ, რა უგუნურებით ვაგებთ მათ ხვალინდელ დღეს, რა სიცარიელეს და ინტერესების გარეშე, აგრესიულ, ფუჭ გარემოს ვთავაზობთ. იქნებ, ჯერ ჩვენვე განვვითარდეთ და მოვითხოვოთ პერსპექტიული ატმოსფეროს შექმნა ჩვენივე შვილებისთვის“, აღნიშნავს ცნობილი ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები