LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას ყველა კოცნისთვის მადლობას უხდის

1501

ნათია ფანჯიკიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, თუ როგორ აღნიშნავენ ერთად ყოფნის თარიღს. ნათია ვრცელ სტატუსსაც აქვეყნებს, სადაც სიყვარულის მნიშვნელობაზე საუბრობს და მეუღლეს მადლობას უხდის.

„მარტოობისთვის მოვლენილნი, მარტოობისთვის მოვლენილთაგან, ვისაც არ უნდა ჩამოვეკიდოთ ჩვენი სულის სიმძიმის მსუბუქად და სიხარულით საზიდად და ვინც არ უნდა შეებას ჩვენი ლოდივით მძიმე სულის სათრევ უღელს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ ქველმოქმედებაა, რადგან ამქვეყნად არავინ არავის საკუთრება არაა და არავინ არავის საკუთრება არ შეიძლება იყოს. მეცნიერებს რომ ორგანიზმის შემადგენლობის 70-90% წყალი ჰგონიათ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სინამდვილეში ცრემლია, კონდინციონერისგან გამოყოფილი წყალივით სულიდან ჩამოღვრილი.

ხოდა, ქალებო, კაცებო, შეყვარებულებო, ვისაც ერთი დღეც კი უჩუქნია თქვენთვის, ერთი ღიმილი, ერთი კოცნა, ერთი აღტაცებული მზერა, მხოლოდ მადლიერების გრძნობა გქონდეთ მის მიმართ რაიმე სულელური საყვედურის ნაცვლად. მადლიერება ყოველი წუთის და მით უმეტეს წლის მიმართ. მადლიერება იმისთვის, რაც თქვენ გაჩუქეს და არავითარი საყვედური იმისთვის, რაც თავისთვის დაიტოვეს.

მეოთხედი საუკუნის შემდეგ მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის, სიყვარულისთვის, ყველა სიხარულისთვის და ტკივილისთვის, ორი საოცარი შვილისთვის, მისი საუკეთესო წლების ჩემთვის ჩუქებისთვის, სილამაზისთვის, თავგადასავლებისთვის, საინტერესო დღეებისთვის, იმისთვის, რომ მე მე ვარ და არა რაღაც უფორმო, მკრთალი სულიერი კონტურების მქონე ნახევარფაბრიკატი“ – აღნიშნავს ნათია „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები