LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „მუშტით, რომელიც ხალხმა მთავრობას მოსცხო, საზოგადოება მოიგებს…“

226

ნათია ფანჯიკიძე არჩევნების შედეგის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პროტესტი, რომელსაც ხალხი წვეთ-წვეთად აგროვებდა, შეუსმენელი ვეღარ დარჩება.

ნათია ფანჯიკიძე:

„ხალხის ძალა აღემატება ძალაუფლების მქონეთა ძალას” (ბონო),

როცა ეს ბოლომდე ავიწყდებათ მთავრობებს და გვეჩვენება, რომ თავად ხალხსაც დაავიწყდა, რა ძალას ფლობს, როცა ბოლომდე წელში გადამტვრეული და დაკნინებულ-დამორჩილებული ჰგონიათ მოსახლეობა, მაშინ აჩვენებს ხოლმე ხალხი თავის ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხარდაჭერილი კანდიდატი არც ერთი არაა, თავისთავად მეორე ტური, როგორც მოვლენა, საზოგადოების გამარჯვებაა. მუშტით, რომელიც ხალხმა მთავრობას მოსცხო, საზოგადოება მოიგებს, პირველ რიგში მთავრობის მხრიდან მეტ მოკრძალებას და ანგარიშის გაწევას, ნაკლებ უტიფრობას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. რადგან ამდენი ადამიანი ყოფილა გაბრაზებული, ყველაფრის გამო, რაც არასწორად მიედინება, პროტესტი, რომელსაც წლების განმავლობაში წვეთ-წვეთად ნაგროვებს არავინ უგდებდა ყურს, შეუსმენელი ვეღარ დარჩება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები