LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic Traveler აჭარის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს

28

პოლონური National Geographic Traveler აჭარის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. სტატია, სახელწოდებით „ცხოვრების მთავარი მოგზაურობა“, მაგელანის ჯილდოს ლაურეატის, მწერლისა და ჟურნალისტის, სერგიუს პინკვარტის აჭარაში მოგზაურობას აღწერს.  „ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში,“ – იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ის, ასევე, საუბრობს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის შესახებ და ქართულ სტუმართმოყვარეობას უსვამს ხაზს.

წელს, ეს პოლონური National Geographic Traveler-ის მეორე სტატიაა აჭარის შესახებ. პირველი სტატია მარტში გამოქვეყნდა, სადაც ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში იყო დასახელებული. ორივე სტატია ჟურნალში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით მომზადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები