LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს

64

ნატო სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

გარდა ამისა, ნატო-მ 30-დან 20-მდე შეამცირა რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა. ალიანსში შეწყდა სამი რუსი დიპლომატისთვის აკრედიტაციის საკითხის განხილვაც.

იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსი დიპლომატების გაძევება ალიანსის რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას არ ცვლის.

„ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ თავისი ქმედებებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს და რომ ყველაფერს თავისი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები