LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO ალიანსში რუსეთის წარმომადგენლობის 7 დიპლომატს გააძევებს

38

ნატო ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა.

„ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ თავისი ქმედებებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს და, რომ ყველაფერს თავისი შედეგები მოჰყვება,“  – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები