LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას – იენს სტოლტენბერგი

45

ნატო მხარს უჭერს ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელსაც ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ.

„ნატო გააგრძელებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ერთი-ერთი მთავრი თემაა, რომელსაც ივლისში, ბრიუსელში განვიხილავთ. ჩვენ შარშან დავადასტურეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, როდესაც მონტენეგრო გახადა ნატოს 29-ე წევრი. მხარს ვუჭერთ სხვა ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები