LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო აკრიტიკებს

61

ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჩასვლის გამო ნატო მწუხარებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის მონახულება დარეგულირების ძალისხმევას ხელს უშლის.

ამის შესახებ ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაითმა, განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საქართველოს რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე ზიანს აყენებს საერთაშორისო ძალისხმევას მოლაპარაკებათა გზით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2013 წლის შემდეგ პირველად  გუშინ, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლისთავზე ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები