LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს ახალი ცივი ომი და გამალებული შეიარაღება არ სურს – იენს სტოლტენბერგი

45

„ნატოს ახალი ცივი ომი და გამალებული შეიარაღება არ სურს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუმინული გამოცემა hotnews-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთზე საუბრისას განაცხადა.

რუსეთი ჩვენი მეზობელია და დარჩება ამგვარად. ნატო ახალი ცივი ომი, ახალი გამალებული შეიარაღება არ სურს. ჩვენ რუსეთთან უფრო კონსტრუქტიული ურთიერთობისკენ მივისწრაფით და ვცდილობთ, დაძაბულობა შევამციროთ, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთი დიდ ფულს დებს თავდაცვაში, შეიარაღების მოდერნიზებაში და, ასევე, სამხედრო ძალას იყენებს მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ, რაც ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში გამოიხატება.

ნატო შეუძლია ყველა მოკავშირეს დაცვა, მათ შორის მათი, ვინც სამხრეთაღმოსავლეთით მდებარეობს. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ მონიტორინგს იმას, თუ რისი გაკეთება გვჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პასუხი თავდაცვითი და პროპორციული იყოს. ჩვენ არ გვსურს დაძაბლობის გაზრდა, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები