LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნატო-ს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ – სტუმართმოყვარეობა” – ირაკლი სესიაშვილი

50

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსაც შეუძლია, ნატო-ს რაღაც ასწავლოს – სტუმართმოყვარეობა, ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძესა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო – საქართველოში, – ეს ჩვენი მეგობრის ჯეიმს აპატურაის სიტყვებია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს ის შემთხვევაა, როცა მეტი ნატოა საქართველოში. მე მივესალმები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მართლაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატო-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატო-სგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატო-ს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი სიხარულით მივესალმები ნატო-ს საპარლამენტო სამბლეის ვიზიტს საქართველოში და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები