LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მოქმედებები გააკრიტიკა

93

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მოქმედებები გააკრიტიკა, თუმცა ამავდროულად, გარკვეული პირობების საფუძველზე, დიალოგის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს, მხარს უჭერს სირიაში სასტიკ რეჟიმს, ახორციელებს კიბერშეტევებს და სხვა ქვეყნების არჩევნებში ერევა. გენმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოება ძნელია, თუმცა აუცილებელი.

„ნატო არ აპირებს რუსეთის იზოლირებას. რუსეთი ჩვენი მეზობელია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, გენმდივანი რუსეთთან მიმართებაში გერმანიის მთავრობის პოლიტიკას მიესალმა. მისი აზრით, გერმანია მხარს უჭერს „რუსეთთან კომუნიკაციის ორმხრივ მიდგომას, როგორიცაა – ძლიერი დაცვა და დიალოგი“.

აპრილის დასაწყისში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს რუსეთთან შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი. მან მაშინვე აღნიშნა, რომ ნატო არ ცდილობს რუსეთის იზოლირებას სკრიპალების საქმის გარშემო არსებული სკანდალის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები