LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს გენმდივანმა მსოფლიოსთვის ძირითადი საფრთხეები დაასახელა

34

“არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, აბეზარი რუსეთი, ბირთვულ სფეროში ჩრდილოეთ კორეის გაძლიერება თანამედროვე მსოფლიოს ძირითად საფრთხეებად გვევლინებიან, ტერორიზმი კი დამატებით საფრთხედ რჩება,” –  ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გააკეთა და აღნიშნა, რომ  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე ძნელ და არაპროგნოზირებად ვითარებას ვაწყდებით.

”არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, აბეზარი რუსეთი, რომელიც საერთაშორისო საზღვრებს არღვევს, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სფეროში გაძლიერება და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაძლიერება გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს. გამოწვევებს, როგორიც არის ტერორიზმი და კიბერშეტევები, საზღვრები არ აქვთ, რაც დამატებით ზიანს აყენებს ჩვენს უსაფრთხოებას,“  – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები