LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ს ლიდერი ფხენიანის ქმედებებზე საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებსკენ მოუწოდებს

62

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება გაერო რეზოლუციის მორიგი უგუნური დარღვევაა. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეში დარღვევაა, რაც გლობალურ რეაგირებას ითხოვს, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა ჩაატარა. რაკეტამ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში დაეშვა. 1998 წლიდან ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინეს. სამხრეთ კორეის სამხედროების მონაცემებით, რაკეტის გაშვება ფხენიანიდან მოხდა. რაკეტამ 3,7 ათასი კილომეტრის მანძილი დაფარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები