LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

43

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იულიამ ლაჰიუ აღნიშნულ პოსტზე როზარია პულისიმ შეცვალა.

2017 წლის აპრილიდან როზარია პულისი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე კი ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლიბიაში, უკრაინაში, კოსოვოში, მოლდოვაში. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში როზარია პულისი, ასევე იყო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პოლიტიკური მრჩეველი.

როზარია პულისი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები