LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა – დავით სერგეენკო

84

ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია ეს, – ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ საქართველოს ნატოში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.

„ყველა ქვეყანას აქვს თავის სუვერენული უფლება, რომ განვითარდეს იმ გზით, რასაც მისი მოსახლების უმრავლესობა წყვეტს. გამიჭირდება, გითხრათ, იყო თუ არა მედვედევის ამ განცხადებაში კიდევ რაიმე ქვეტექსტი. მე შემიძლია გითხრათ, საქართველოს მოსახლეობის სახელით ეს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატოში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები