LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ში საქართველოს ინტეგრაცია დროს და რეფორმებს მოითხოვს – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

159

რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას,- ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ, ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის “როუზ-როსის” 97-ე სემინარზე განაცხადა.

„2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ასამბლეამ დაუყოვნებლივ დაგმო აგრესია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. მისი აგრესია უკრაინაში, ყირიმის აგრესია – მისი მცდელობის ნაწილია, საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი. კრემლი ცდილობს შეაჩეროს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია, მუშაობს პირდაპირ ასადის რეჟიმთან და ირანთან.

როგორც ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს საქართველო გახდება ნატოს წევრი. სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას“- განაცხადა პაოლო ალიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები