LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში საქართველოს წევრობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე – იან კელი

87

“ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება, რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, ჟურნალისტებს Heritage Foundation-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს წევრობა ნატო-ს და ევროკავშირის ინტერესებშია.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. თვითონ ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა, საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას,” –  განაცხადა იან კელიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები