LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს გენერალური მდივანი სამიტზე საქართველოს პროგრესს ელოდება

69

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ივლისში, ნატოს სამიტზე საქართველოს ალიანსისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ელოდება.  მისი თქმით, გამოხატულია მზადყოფნა, გაგრძელდეს ამ ქვეყნის მხარდაჭერა.

„ველოდები, რომ ლიდერები, რომლებიც ივლისში, ნატოს სამიტზე შეიკრიბებიან, აღიარებენ პროგრესს, რომელსაც ახორციელებს საქართველო და ცხადად დააფიქსირებენ განზრახვას, განაგრძონ საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი უკვე  ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე იმყოფება, სადაც ერთობლივ თავდაცვით პროექტებზე უნდა იმსჯელონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები